ონლაინ სესხები - ყველაფერი დაკრედიტების შესახებ მარტივი სიტყვებით
ანტიკურ დროშიც კი კრედიტი დროებითი ღონისძიება იყო, როდესაც საჭირო იყო თანხები ან საქონელი არსებული პრობლემების გადასაჭრელად. დროთა განმავლობაში, ნებისმიერი ბიზნესი წარმოუდგენელი იყო ნასესხები სახსრების გარეშე, რადგან ისინი საჭირო იყო საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. ადრე ინდივიდუალური მოხმარების საქონლის შეძენის მიზნით საბანკო სესხის აღება ცუდ ტონათ ითვლებოდა.
მაგრამ ცხოვრება შეიცვალა და სესხები საკმაოდ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელსაც უკვე ყველა იყენებს და ზოგჯერ მუდმივადაც კი. ბაზარზე არსებული შეთავაზებების ფართო სპექტრი და პირობების მრავალფეროვნება არ იძლევა იმის საშუალებას რომ მივიღოთ სწრაფი და სწორი გადაწყვტილება, რა სახის სესხი გვესაჭიროება და ვის უნდა დაუკავშირდეთ ამის თაობაზე, ამიტომ თავდაპირველად თქვენ უნდა შეადაროთ ყველა არსებული ვარიანტი.
აქედან გამომდინარე, უმჯობესია გამოიყენოთ აგრეგატორი საიტები, რომლებიც თქვენთვის მოსახერხებელი სახით აანალიზებენ და გაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერი ორგანიზაციის შესახებ. შედარებისას ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:
- დოკუმენტების პაკეტი. ჩვეულებრივ, ყველას ერთი და იგივე მოთხოვნები აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება განსხვავდებოდეს საჭირო ცნობების რაოდენობა. ერთ ადგილას ისინი მოითხოვენ ცნობას სამუშაო ადგილიდან, მეორე ადგილას - ცნობას სტაბილური ფინანსური შემოსავლების შესახებ, მესამე ადგილას კი - საგარანტიო წერილებს და აშ. ამრიგად, ფილტრაცია საშუალებას მოგცემთ, დაუყოვნებლივ გაიგოთ ამა თუ იმ ორგანიზაციის "ქაღალდის" მოთხოვნები, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ რამდენიმე არასასურველი ორგანიზაცია უკვე საწყის ეტაპზევე.
- მოქმედების ვადა. ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია, რომელიც შეიცავს უამრავ დაფარულ ხრიკს. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ სარეცხი მანქანა და მზად ხართ დაფაროთ მისი ღირებულება 3 თვეში, მაშინ რატომ უნდა აიღოთ სესხი 6 თვით ან ერთი წლის ვადით. დიახ, შეიძლება ასეთი მიდგომა უსაფრთხო იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს მოთხოვნები, როდესაც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში სესხის მთლიანი ხანგრძლივობის პერიოდში მოგიწევთ პროცენტების გადახდა. ეს სასურველი ვარიანტი არის? არა.
- პროცენტები. აი აქ ისინი ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული სესხის ხანგრძლივობასთან. როგორც წესი, ხანმოკლე პერიოდის სესხები, გამოირჩევიან უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მისი გამოყენებისათვის. ძალიან ძნელია ერთდროულად დაიმახსოვროთ ყველა კომპანიის შემოთავაზება და მათი მომსახურების პირობები, თუმცა თუ გამოიყენებთ ვებგვერდს და ერთმანეთს შეადარებთ ყველა პირობას, დაინახავთ საბოლოო სურათს - თუ რამდენის გადახდა მოგიწევთ საერთო ჯამში.
- დაფარვის სახეები. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის უფრო ხელსაყრელი სესხის ბოლოს ერთი დიდი თანხის გადახდა თუ სესხის ნაწილ-ნაწილ დაფარვა ყოველთვიურად. აქ თქვენ უნდა გაანალიზოთ თქვენი საკუთარი ბიუჯეტი, გაიგოთ, თუ რა თანხის გადახდა შეგიძლიათ და აშ.
- სესხის მიღების წესი. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარეობდეს ბანკი ან საკრედიტო ორგანიზაცია და თქვენ არ გაგიჭირდებათ პირადად მიხვიდეთ ოფისში სესხის ნაღდი ფულის ასაღებად. ან იქნებ თქვენ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, სადაც უახლოეს საკრედიტო დაწესებულებამდე კილომეტრები და უამრავი დრო გაშორებთ? მაშინ ასეთი ვარიანტი თქვენ არ გაწყობთ. საუკეთესო გამოსავალი იქნება მიღებული თანხის ბარათზე გადარიცხვა. წაიკითხეთ სესხის მიღების პირობები - ამის დახმარებით, თქვენ თავიდან აიცილებთ არც ისე ხელსაყრელ შეთავაზებებს.
ყოველთვის უნდა იკითხოთ
სესხის აღება მარტივი საკითხია. მაგრამ მისი დაბრუნება კი, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, გაცილებით რთულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ არა მხოლოდ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები, არამედ დაბრუნების გზებიც. რადგანაც ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ 10 წლის ვადით აღებული სესხის დაბრუნება ყოველგვარი პრობლემის შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, კონტრაქტებში ხშირად არის პუნქტები, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა სწორედ ისინი წარმოადგენენ ბარიერს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი (ისინი ძირითადად წარმოდგენილი არიან საბანკო ხელშეკრულებებში):
- საჯარიმო სანქციები. სავსებით გასაგები პუნქტია, რადგან ლოგიკურია, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ დამატებითი გადასახდელი. მაგრამ სინამდვილეში, სანქციები შეიძლება დაწესდეს საკმაოდ ჩვეულებრივი რამეებზეც. მაგალითად, თქვენ აიღეთ სესხი 1 წლის ვადით. დროთა განმავლობაში, საოჯახო ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ დაფაროთ სესხის დორზე ადრე,10 თვეში. მაგრამ არსებობს სახელშეკრულებო პუნქტი, რომლის თანახმადაც სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის სრული მოცულობა. ამ შემთხვევაში, ეს არის 12 თვე, ასე რომ თქვენ იხდით 2 თვის ზედმეტ საპროცენტო თანხას, ფაქტობრივად მაშინ როდესაც სესხი უკვე დაფარული გაქვთ.
- დამატებითი საკომისიოები. აქაც, ყველაფერი არც ისე გამჭვირვალეა. სავსებით შესაძლებელია, რომ ხელშეკრულებას აქვს მუხლი, რომელშიც მითითებულია ადმინისტრირების ხარჯი სესხის გაცემის ან გაფორმების საფასური. როგორც წესი, როგორც პროცენტი, ეს არც ისე განსაკუთრებული რიცხვია, თუმცა ფულადი გამოხატულებაში საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ასევე შეიძლება იყოს საკომისიოს შენატანი სესხის ყოველთვიური მომსახურების საფასური, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ყოველთვიურად გადასახადს.
- დაზღვევა და აშ. როდესაც ფორმდება გირავნობის ხელშეკრულება, ერთ ერთი სავალდებულო პირობაა თავად ნივთის დაზღვევა. ხშირად, ბანკები მუშაობენ გარკვეული ტიპის სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებმაც გაიარეს აკრედიტაცია. სწორედ მათთან ითხოვს ბანკი და ნივთის დაზღვევას. მაგრამ მათი პირობები არც თუ ისე "მიმზიდველია", ისე, რომ ხელშეკრულების დადებისას აუცილებელია შეამოწმოთ ასეთი სახის კომპანიების ჩამონათვალი.
თუ თქვენ კარგად გესმით, თუ რა მიზნით იღებთ სესხს და როგორ აპირებთ მის დაფარვას, მაშინ ნასესხები სახსრები მიმდინარე პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალება იქნება. მთავარია, შეისწავლოთ ყველა მოთხოვნა, გააანალიზოთ დამატებითი პირობები და მკაცრად შეასრულოთ ხელშეკრულების მოთხოვნები. ბევრი ადამიანისათვის, კრედიტი გახდა ნამდვილი ღირებული გამოსავალი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან. შეადარეთ საპროცენტო განაკვეთები, აირჩიეთ ყველაზე ოპტიმალური კომპანია და დაივიწყე მიმდინარე პრობლემები!